რენესანსი თეატრალურ ხელოვნებაში
რენესანსი თეატრალურ ხელოვნებაში ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ანტიკური თეატრალური ხელოვნების გავლენით. რენესანსული თეატრის ყურადღების ცენტრში მოექცა ძლიერი პიროვნება, მისი სულიერი სამყარო. მსახიობის ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო ძლიერი ვნებები, ეპიკური ძალა. ახალი თეატრალური ესთეტიკა შემსრულებლისაგან მოითხოვდა დრამატული ნაწარმოების აზრის წვდომას, რთული და მრავალმხრივი ხასიათების წარმოსახვას.
ყოველივე ამან განაპირობა რენესანსის ეპოქის თეატრალური ხელოვნების რეალიზმის თავისებურებანი: სინამდვილის წინააღმდეგობათა ასახვა, ხალხური ხელოვნების ტრადიციების განვითარება, სიცოცხლის დამამკვიდრებელი პათოსი, ტრაგიკულისა და კომიკურის, პოეტურისა და ბუფონურის გაბედული შერწყმა.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment