დიდი მხატვრები

დიდი მხატვრები
1. მიქელანჯელო ბუანაროტი მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი (6 მარტი, 1475 - 18 თებერვალი, 1564), ცნობილი როგორც მიქელანჯელო — იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს, მის მოპაექრე და თანამოქალაქე ფლორენციელ ლეონარდო და ვინჩისთან ერთად.
2.ლეონარდო და ვინჩი ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) (დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია - გ. 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი.
3.პაბლო პიკასო პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Picasso; დ. 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― გ. 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.
4. სალვადორ დალი სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკი (ესპ. Salvador Felip Jacint Dalí Domènech) (* 11 მაისი, 1904, ფიგერასი, კატალონია ― † 23 იანვარი, 1989, ფიგერასი) — ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი.
5.ფრანსისკო გოია ფრანსისკო გოია (სრული სახელი ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტეს) (* 30 მარტი, 1746, ფუენდეტოდოსი, სარაგოსასთან ― † 16 აპრილი, 1828, ბორდო), ესპანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, გრავიორი.
6. სანდრო ბოტიჩელი ალესანდრო დი მარიანოდი ვანი ფილიპეპი (იტალ. Alessandro di Mariano di Vanni Filipepi) ცნობილია როგორც სანდრო ბოტიჩელი (იტალ. Sandro Botticelli) იყო ფლორენტინის სკოლის იტალიელი მხატვარი ადრეული რენესანსის პერიოდში.
7. ტიციანი ტიციანი, ან ტიციანო ვეჩელი (Tiziano Vecelli; დაახ. 1488-90 - 27 აგვისტო, 1576) – მე-16 საუკუნის იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის წამყვანი ხელოვანი. დაიბადა პიევე-დი-კადორეში, ფრიულის პროვინცია, იტალია, და გარდაიცვალა ვენეციაში. სოცოცხლეში ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც და კადორე, მისი დაბადების ადგილის მიხედვით.
8. ელ გრეკო ელ გრეკო (El Greco, შესაძლოა კასტილიური და ვენეციური ენების კომბინაციით "ბერძენი"; *1541 - 7 აპრილი,1614) — ესპანური რენესანსის მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი. როგორც წესი, საკუთარ ნამუშევრებსბერძნული ასოებით აწერდა ხელს სრული სახელით: დომენიკოს თეოტოკოპულოს (Δομήνικος Θεοτοκόπουλος), რითაც ხაზს უსვამდა მის ბერძნულ წარმოშობას. https://docs.google.com/a/iliauni.edu.ge/file/d/0B1pytlxvOLYoZVdvRE5Lck56dVk/edit

1 comment: