რენესანსი არქიტექტურაში

რენესანსი არქიტექტურაში
იტალია მდიდარი იყო მშვენიერი ქალაქებით, რომლებიც უნიკალური ტრადიციების გავლენით ვითარდებოდა.ბოტიჩელის ” ვენერას დავადება” რენესანსის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გრაციოზულ და პოეტურ ქმნილებას წარმოადგენს. იგი xv საუკუნის ფლორენციის ინტელექტუალურ გარემოს ასახავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფლორენცია, რომელმაც დომინანტური ადგილი დაიკავა XV საუკუნის ადრინდელ რენესანსულ ეპოქაში. მაგალითად, ქალაქის საკათედრო ტაძრის მშენებლობამ დიდი შესაძლებლობებით უზრუნველყო აღორძინების ხანის პირველი უდიდესი მოქანდაკე ლორენცო გიბერტი (1378-1455). 1402 წელს გამოცხადდა კონკურსი ფლორენციის საკათედრო ტაძრის სანათლავის ბრინჯაოს კარების შესრულებაზე, რომელიც რელიეფური (რელიეფი- სკულპტურული გამოსახულება სიბრტყეზე) ხასიათის უნდა ყოფილიყო. კონკურსი მოიგო გიბერტიმ, რომელმაც კომისიას ისააკის მსხვერპლად შეწირვის სცენის ნიმუში წარუდგინა. ავტორმა ისააკის სხეული გააშიშვლა და ათლეტური ფორმები მისცა, რაც წმიდა კლასიკურ ქანდაკებას ჰგავდა და შუა საუკუნეების ასკეტური სტილისგან განსხვავდებოდა.

No comments:

Post a Comment